logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
13:27 05.04.2017
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“ დღეს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ და კორეის ქალაქ ულსანის მერის მოადგილემ ჰიო იონ ვუკმა მიმართეს. საერთაშორისო კონფერენციაში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.
„სახელმწიფო მთის კურორტების განვითარებაში ძალზე კონცრენტრირებულად ხარჯავს საკმაოდ დიდ რესურსებს, შესაბამისად, ეს კონფერენციაც არის ამ რესურსებისა და ამ აქტივობების დაფასება. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ მთის ქვეყანა და ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები. ამიტომ ვთვლით, რომ ეს მიმართულება ჩვენი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილია და ეს კონფერენცია ძალიან ხელსაყრელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პრომოცია“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, კონფერენციაში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი მონაწილეობს. „კონფერენცია ხელს შეუწყობს მსოფლიოში უკვე არსებული დიდი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც მთის კურორტების, ასევე ზოგადად ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა ჩოგოვაძემ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე სამთო კურორტების განვითარებისთვის, რადგან თბილისში ჩამოსულია ძალიან ბევრი ექსპერტი, ინვესტორი და მთის მენეჯერი, რომლებიც ეცნობიან საქართველოს პოტენციალს სამთო კურორტებზე. ამ კონფერენციაზე განხილული იქნება ის პრობლემები და გამოწვევები, რაც დღეს არსებობს სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ დიდ ოჯახში ვართ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დღეს - გვეკითხებიან, ჩვენც ვეკითხებით და ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში გახანგრძლივების, ახალი ბაზრების დივერსიფიკაცის, ინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების, სამთო ტურიზმის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო ბაზრებზე სამთო კურორტების პოპულარიზაციის კუთხით ინოვაციური მეთოდების გამოყენებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და მარკეტინგულ სფეროებს უკავშირდება.
კონფერენციაში მონაწილეობენ სამთო ტურიზმის მსოფლიოში ცნობილი ექპერტები და სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის არიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი, საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და Atout France-ეს ადმინისტრატორი მიშელ დურიუ, MDP კონსალტინგის პრეზიდენტი პასკალ ღუ, შვეიცარიის ლოზანის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის დოქტორი ფიონა პია, ჩინეთის ტურიზმის კვლევის ინსტიტუტის დამაარსებელი ვოლფგანგ არლტი, ირანის სამთო ფედერაციის საერთაშორისო საქმიანობის პრეზიდენტი მაჰმუდ ჰაშემი, მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი ქეისი ოდაუდი და კონფერენციის სხვა დელეგატები.
ღონისძიების ორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა