logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტრო: 2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების შესრულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
ფინანსთა სამინისტრო: 2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების შესრულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა
14:31 04.04.2017
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2,376.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს 327,9 მლნ ლარით აღემატება. საგადასახადო შემოსავლების ზრდამ წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 16.0% შეადგინა.
საგადასახადო შემოსავლები კვარტლის გეგმასთან მიმართებაში 163,4 მლნ ლარით, 7.4%-ით გადაჭარბდა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს - მისმა შემოსულობებმა პირველ კვარტალში 2,690.3 მლნ ლარი შეადგინა. შემოსულობები 6.0%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული კვარტალური გეგმის მიმართ. გადაჭარბებამ ნომინალში შეადგინა 152.7 მლნ ლარი. ამასთან, ზრდამ 2016 წელთან შედარებით ნომინალში 496,2 მლნ ლარი, ხოლო პროცენტულ გამოსახულებაში 22,6% შეადგინა.
სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 177,3 მილიონიანი (8.5%) გადაჭარბებით შესრულდა პირველი კვარტლის გეგმის მიმართ და ნომინალურ გამოსახულებაში 2,274.3 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან ზრდა 317.8 მლნ ლარს (16.2%) შეადგენს.
ბიზნესის მაღალ აქტივობას ხელს უწყობს საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესის გამარტივება და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესისთვის დაბრუნებული თანხების მაღალი მაჩვენებელი. 2017 წელს საგადასახადო ზედმეტობის სახით ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესს დაუბრუნა 59,9 მლნ ლარი, რაც 38,7%-ით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც 2017 წლის მარტში, ისე პირველ კვარტალში მაღალი იქნება და წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი მონაცემებით მაღალია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე დანახარჯები. მისი თქმით, სრულად იქნა ათვისებული რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2017 წლის პირველ კვარტალში განსაზღვრული ასიგნებები. სამინისტრომ პირველ კვარტალში დახარჯა 206.8 მლნ ლარი და კვარტლის გეგმის მიმართ შესრულების მაჩვენებელმა შეადგინა 105,5%. შედარებისთვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი კვარტლის ათვისების მაჩვენებელი 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს აღემატება 68.6%-ით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის დეკლარირებული პრიორიტეტია, რაც სწრაფი ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს როგორც მიმდინარე წელს, ისე საშუალოვადიან პერიოდში. მისი თქმით, 2017–2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მათ შორის იქნება 800 კმ სიგრძის გზები, გვირაბები, აეროპორტები, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონები და სხვ. ეს პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა