logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ჯავახაძე: საგარეო ვაჭრობის კუთხით დადებითი ტენდენციებია
ნინო ჯავახაძე: საგარეო ვაჭრობის კუთხით დადებითი ტენდენციებია
13:30 30.03.2017
„წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.4% შეადგინა“ - ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა იყო 5.2%, შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 4,8%-ის დონეზე დაფიქსირდა.
„ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შემუშავებისთვის დაკვირვება ხდება საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვაზე. შესაბამისად, 2017 წლის თებერვლის თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მათი ბრუნვა გაიზარდა 14.6%-ით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 27%-ით არის გაზრდილი საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი, 22%-ით - ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, 10.5%-ით - საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (მომსახურების ექსპორტი) გაზრდილია 20.1%-ით“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
მისივე განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში ისეთმა დარგებმა შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, განსაკუთრებით - მშენებლობა, ასევე სასტუმროები, რესტორნები და ვაჭრობა.
„ზოგადად, დადებითი ტენდენციები აღინიშნება რამდენიმე მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ საგარეო სექტორს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდაზე. შესაბამისად, დადებითი ტენდენციებია საგარეო ვაჭრობის კუთხით, ექსპორტის ზრდა არის დაფიქსირებული ისეთ სასაქონლო ჯგუფებში, როგორიცაა ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები და სამკურნალო საშუალებები. საგარეო ფაქტორებთან ერთად პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება საშინაო კუთხითაც, რაც დადებითად აისახება კერძო სექტორის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე “- განაცხადა ნინო ჯავახაძემ
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აღებული კურსის ერთგული რჩება და გააგრძელებს რეფორმებს როგორც 2017 წელს, ასევე მომდევნო წლებშიც, რაც დადებითად აისახება ქვეყნის კეთილდღეობასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე.
უფრო დეტალურად:

• მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და ექსპორტის ზრდამ.
• კერძოდ: 2017 წლის იანვარ-თებერვალში გაიზარდა:
o ფეროშენადნობების ექსპორტი 430%-ით;
o ღვინის ექსპორტი 61.4%-ით;
o სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 88%-ით;
o მინერალური წყლების ექსპორტი 27.5%-ით;
o სპირტიანი სასმელების ექსპორტი 35%-ით.
o
2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა (იანვარში 44.7%-ით, თებერვალში-12.7%-ით).

• საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდასთან.
• საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის:
o 22%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი (იანვარში 26%-ით, თებერვალში 18%-ით) და მათმა მოცულობამ 324.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
o 10.5%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში (იანვარში 20%-ით, თებერვალში 2.1%-ით), მათმა რიცხვმა 755 ათასი შეადგინა.
o დაფიქსირდა ტურისტების 24.3%-იანი ზრდა;
ტურიზმიდან მიღებული (მომსახურების ექსპორტი) შემოსავლები გაზრდილია 20.1%-ით, რაც აისახა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ზრდის მაჩვენებელზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა