logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებს შეხვდა
01:58 30.03.2017
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. SDC-ის მხრიდან შეხვედრას პროგრამის ხელმძღვანელები, დავით ჭიჭინაძე და თამარ წივწივაძე, ხოლო მთავრობის მხრიდან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ჯინჭარაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე ესწრებოდნენ.

SDC-ს წარმომადგენელმა, თამარ წივწივაძემ, მთავრობის თავმჯდომარეს სააგენტოს მუშაობის პროფილი და მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ასევე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს 4 წლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესახებ ესაუბრა. აღნიშნეს, რომ მაღალმთიან აჭარაში რისკების არიდების მიზნით საფრთხეების რუკების მეთოდოლოგიის შემუშავება და რუკების შედგენა მოხდება, რაც ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. საპილოტე პროგრამის ფარგლებში რუკების შედგენა პირველ რიგში ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

თავის მხრივ ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეროზიული ზონების შესწავლა და რუკების შედგენა, რაც ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდას, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების სწორად დაგეგმვას. ზურაბ პატარაძის თქმით, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში იგეგმება ლოჯისტიკური და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგული ნაბიჯია ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობის კუთხით. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარებას, მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დაახლოების სურვილი გამოთქვეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონში გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა რეგიონის განვითარების საქმეში მომავალშიც გაგრძელდება.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) საქართველოში 2008 წლიდან მოღვაწეობს და მისი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებია: ეკონომიკის, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, აღდგენა-რეკონსტრუქციის ხელშეწყობა, უბედურებათა რისკების შემცირება, ტრეფიკინგის მსხვერპლთა სოციალური დახმარება და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა