logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სს ტერაბანკი განცხადებას ავრცელებს
სს ტერაბანკი განცხადებას ავრცელებს
14:17 29.03.2017
სააქციო საზოგადოება ტერაბანკი 27 მარტს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარებულ მრგვალ მაგიდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„27 მარტს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი სასამართლო დავა, მათ შორის სს ტერაბანკის დავა ბანკის მიერ დასაკუთრებული ერთ-ერთი ქონების ყოფილ მესაკუთრესთან. განხილვის მიზანს წარმოადგენდა იმის დემონსტრირება, თუ როგორ აისახება ცალკეულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე და საქართველოს რეპუტაციაზე, იყოს მიმზიდველი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. სს „ტერაბანკის“ ზემოაღნიშნული დავის მოკლე ისტორია ამგვარია: 2015 წელს ბანკმა დაისაკუთრა პრობლემური სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონება, რომელიც ყოფილმა მესაკუთრემ ვალდებულების დასაფარად ნებაყოფლობით, კანონის სრული დაცვით გადასცა ბანკს. ბანკი გეგმავდა ქონების რეალიზებას, თუმცა კლიენტმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქონების გასხვისების აკრძალვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ აქტივებს დაედოთ შეზღუდვა და ბანკს აეკრძალა მათი რეალიზაცია. სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაშია უკვე თითქმის ერთი წელია, ხოლო საქმის არსებითი განხილვა ჯერაც არ დაწყებულა. შედეგად ბანკი ვერ ახორციელებს ქონების რეალიზაციას და ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ადგება. ამ ზარალის ანაზღაურებისთვის ბანკმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსალოდნელი ზიანის მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფა, რაზეც უარი მიიღო. ბანკმა არაერთხელ შესთავაზა ყოფილ კლიენტს, თავად გამოესყიდა ქონება, თუმცა საქმის ასეთი ფორმით გადაწყვეტა მოსარჩელის ინტერესებში არ შედის და ცდილობს მაქსიმალურად გააჭიანუროს დრო. ტერაბანკის მფლობელია არაბული საინვესტიციო ჯგუფი. მისი ერთ-ერთი უმსხვილი დამფუძნებელია შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი, რომელმაც საქართველოში უკვე განახორციელა 250 მლნ. დოლარზე მეტის ინვესტიცია. გარდა ბანკისა, იგი ფლობს სასტუმრო „ბილტმორს“ და მომავალში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, ბუნებრივია, ინვესტორების შემდგომ გადაწყვეტილებებს განაპირობებს ის ფაქტი თუ რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ცალკეულ სასამართლო დავაზე მათი კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის შესაძლებლობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო ხელს შეუწყობს დავის მაქსიმალურად სწრაფად დასრულებას და საქართველოში ინვესტიციების მოცულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“-ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა