logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა
17:03 28.03.2017
საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგული ბიზნესასოციაცია MEDEF International-ის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდა. სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ შეხვედრას 22 ფრანგული კომპანიის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი ჩერქეზიშვილმა ფრანგ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები გააცნო. მისი განცხადებით, ფრანგული მსხვილი კორპორაციების ძირითადი ინტერესი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებაა.
„ძალიან საინტერესო თემები განვიხილეთ, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის კუთხით. ჩვენთვის ძალაინ მნიშვნელოვანია ფრანგული მრავალწლიანი გამოცდილების მიღება და გაზიარება. ვიმედოვნებ, რომ მათი ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ფრანგული კომპანიების ხელმძღვანელების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა, რომ მათ უკვე აქვთ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის გამოცდილება და არსებულ საინვესტიციო გარემოს ძალიან დადებითად აფასებენ. „მათი შეფასებით, საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეიძლება რომ ბიზნესი გააკეთოს ადამიანმა. ეს ძალიან კარგი მესიჯი იყო მათი მხრიდან“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.
საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებით, საქართველოში იმყოფებიან საკმაოდ დიდი და ძლიერი კომპანიები საფრანგეთიდან, რომლებსაც სურთ, შეისწავლონ საქართველოში საინვესტიციო გარემო და ის მიმართულებები, სადაც შეეძლებათ ინვესტიციის ჩადება. „MEDEF International-თან დიდი ხანია თანამშრომლობს საქართველო. საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომელიც ფრანგული ბიზნესასოციაციის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა“ - განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.
„MEDEF International-ის დელეგაციას კომპანია Oberthur Technologies-ს Identité-ს განყოფილების გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, MEDEF International-ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ ფონტეინი ხელძღვანელობს. დელეგაციაში წარმოდგენილნი არიან ისეთი მსხვილი ფრანგული კორპორაციები, როგორებიცაა „ეარბასი“, „ალსტრომი“, „სოსიეტე ჟენერალი“, „პომა“, „ობერტიური“, „ივეკო ბასი“, „ბიურო ვერიტასი“ და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა