logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართული ღვინის მწარმოებლები ჩინეთში ახალ კონტრაქტებს აფორმებენ
ქართული ღვინის მწარმოებლები ჩინეთში ახალ კონტრაქტებს აფორმებენ
12:50 28.03.2017
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა - The 96th China Food & Drinks Fair გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობდა.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე დაესწრო. მისი თქმით, გამოფენის პირველდღეს დაფიქსირდა გამოფენის არსებობის მანძილზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა - 250 ათასი ადამიანი.
„გამოფენაზე ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს როგორც უკვე არსებულ პარტნიორებთან, ასევე პოტენციურ იმპორტიორებთან. გამოფენის მიმდინარეობის დროს გაფორმდა ახალი საპარტნიორო ხელშეკრულებები. აღნიშნული გამოფენა ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. ის არის საუკეთესო შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე“ - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
მიმდინარე წლის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: შპს „ქინძმარაული“, „ბესინი“, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, “თელიანი ველი”, „ქართული ღვინის სახლი“, „ტყუპების ღვინის სახლი“, „შატო მუხრანი“, „შალვინო“, „მეღვინეობა ხარება“, „ტიფლისკი ვინნი პოგრები“, „ვაზიანი კომპანი“, „კახური“, „მარანული“, „სარაჯიშვილი“, „შილდა“, „ბატონო“, „ბაგრატიონი 1882“, „ვაინმენი“, „შუხმანის ღვინოები“, „თიგიშვილის ღვინის კომპანია“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „გურემანი“, „მილდიანი“, „კახური ღვინის მარანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „GWS”.
ჩენგდუს გამოფენა განსხვავებულია თავისი ფორმატით და ტარდება ორ ეტაპად. პირველი ტარდება სასტუმროს რესტორანში, რომელსაც მხოლოდ კომერციული პირები ესწრებიან: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები, ხოლო მეორე ეტაპი უკვე საგამოფენო სივრცეში ინაცვლებს.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 832 552 ბოთლი ღვინო, რაც 280%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ჩინეთი ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა