logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში კიდევ ერთი ახალი ინდური ფილმის გადაღებები ხორციელდება
საქართველოში კიდევ ერთი ახალი ინდური ფილმის გადაღებები ხორციელდება
17:24 27.03.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება მათ შორის მუმბაიშიც, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო და უფრო დატვირთული ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც შესამჩნევად მატულობს.

ამჟამად საქართველო ინდოელ რეჟისორებსა და მსახიობებს მასპინძლობს, რომლებიც რომანტიკულ კომედიაზე მუშაობენ სახელწოდებით „ჰინდი მედიუმი“ (Hindi Medium). აღსანიშნავია, რომ ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებული პაკისტანელი მსახიობი საბა ქამარი და ბოლივუდის წამყვანი მსახიობი ირფან ხანი, რომელიც თამაშობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: ოსკარის მფლობელი „მილიონერი ღარიბთა უბნიდან“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ აღიარებული მელოდრამა „ლანჩის ყუთი“, მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმი „წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა,“ 2016 წლის ბლოკბასტერი ტრილერი „ინფერნო“, სადაც მან ცნობილ ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენქსთან ერთად იმუშავა.

ხსენებული ფილმის დიდი ნაწილი ინდოეთშია გადაღებული, თუმცა ინდოელმა რეჟისორებმა შარადა კარკიმ (Sharada Karki) და დინეშ ვიჯანმა (Dinesh Vijan) სწორედ თბილისის სხვადასხვა ლოკაცია შეარჩიეს ფილმში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცეკვის სცენის გადასაღებად, რომლისთვისაც საერთაშორისოდ აღიარებული ინდოელი ქორეოგრაფი აჰმედ ხანი (Ahmed Khan) მოიწვეს. ინდოელი რეჟისორების საქართველოთი დაინტერესება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ შედეგია. პროგრამის ფარგლებში ცნობილი რეჟისორი და ლოკაციის მენეჯერი ბობი ხანი (Bobby Khan) რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გადასაღებ ლოკაციადაც კი დაასახელა.

ახალი, ინდური რომანტიკული კომედიის გადაღებები სამი დღის განმავლობაში, 26, 27 და 28 მარტს თბილისის ქუჩებში გაიმართება. კერძოდ კი დღეს 27 მარტს, 16:00 სთ-ზე, აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ დაესწრონ ფილმის გადაღებებს და გაესაუბრონ, როგორც ფილმის რეჟისორებს, ასევე ქართული საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებსა და უცხოელ მსახიობებს.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 5 პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში. ამავე პერიოდში საქართველოში განხორციელდა არაერთი რეკლამის თუ მუსიკალური ვიდეო რგოლის გადაღებები, რაც ასევე ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაციას.
ამასთანავე, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა