logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„სტარტაპ საქართველოს“ 8 გამარჯვებული სტარტაპი ხვალ აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება
„სტარტაპ საქართველოს“ 8 გამარჯვებული სტარტაპი ხვალ აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება
11:28 27.03.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამა - „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდებიდან, 8 სტარტაპი ხვალ აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება.
სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ, რომლებიც ინოვაციური პროექტების დანერგვისათვის აშშ-ში გაივლიან წამყვანი ამერიკელი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება პოტენციურ მომხმარებლებთან, პარტნიორებსა და ინვესტორებთან.
ვიზიტის შესახებ დეტალების განსახილველად, 24 მარტს, ტექნოპარკში გუნდები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩერქეზიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო ბიზნეს გარემოზე, სამომავლო გეგმებზე, ასევე, გააცნო სტარტაპებს ვიზიტის პროგრამა და წარმატება უსურვა მათ. სტარტაპებმა, თავის მხრივ, სილიკონ ველის ინვესტორებთან და ექსპერტებთან წარსადგენი პროექტები და პროგრესი გააცნეს მინისტრის მოადგილეს და მზაობა გამოთქვეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებში ჩართვაზე.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტო ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს: კომპანია Apple-ის წარმომადგენლებთან, ბიოტექნოლოგიების მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციასთან - Genentech და სანფრანცისკოს თანამეგობრობის კლუბის პრეზიდენტთან.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გამოჩნდეს გლობარულ ბაზარზე და დაიმკვიდროს თავი თანამედროვე მსოფლიოს ინოვაციურ ოჯახში. სილიკონ ველი არის სამშობლო ინოვაციების, მსოფლიოს წამყვანი მაღალტექნოლოგიური ისეთი კორპორაციების, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება მსოფლიოს ყველაზე რევოლუციური გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. გარდა ამისა, სილიკონ ველი ცნობილია ინკუბატორებისა და ბიზნეს დამაჩქარებლების დიდი რაოდენობით.
30 მარტს კი ქართველ სტარტაპერებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის. საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე.
გამარჯვებულ გუნდებს შორის არიან - Hand4help, Health Hub, Innophage, Lingwing, PawwwN, Qolga, QuickCash, Surgical OR Simulator,

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა