მიმდინარე წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების
მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.9 მლრდ ლარით, ანუ 2.9 პროცენტით შემცირდა და 29.3 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტით შემცირდა.
ამ დროისთვის საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.1 პროცენტია.

















