logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართული ღვინო დიუსელდორფის ProWein-ზე იყო წარდგენილი
ქართული ღვინო დიუსელდორფის ProWein-ზე იყო წარდგენილი
15:03 24.03.2017
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein-2017 ჩატარდა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის 2 დეგუსტაცია გაიმართა ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ (Vinum) სტენდზე, რომელსაც გამოცემის მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი (Rudolf Knoll) უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 14 დასახელების ქართული ღვინო.
როგორც რუდოლფ კნოლმა განაცხადა, დეგუსტაციის მიმართ იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ მას გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი სტუმარი დაესწრო.
“გამოფენის ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია ვინუმის სტენდზე. სტუმართა რაოდენობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რაც, ვფიქრობ გამოწვეულია იმით, რომ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში უკვე აღიარებულია. რასაკვირველია, დიდი ინტერესია ქვევრის ღვინისადმი და ქართული ღვინის ჯიშებისადმი - ვუსურვებ ქართულ ღვინოს წარმატებას და წინსვლას“ - აღნიშნა რუდოლფ კნოლმა.
ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თინა კეზელმა აღნიშნა, რომ საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ქართული სტენდი ასეთი წარმომადგელობითი არასდროს ყოფილა.
„ეს გამოფენა არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ქართველი მეღვინეებისთვის. ეს არის მსოფლიოს ნომერი ერთი გამოფენა მეღვინეობის დარგში. ქართულ სტენდზე სულ წარმოდგენილია 23 ქართული კომპანია, ამდენი კომპანია არასდროს გვყოლია პროვაინზე. ინტერესი კიდევ მეტ კომპანიას აქვს, ამიტომ ვფოქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იქნება ქართული სტენდი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერესი ქვევრის ღვინის მიმართ“ - აღნიშნა თინა კეზელმა.
ProWein 2017-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. წარმოდგენილი იყო 23 კომპანიის ღვინოები: „ასკანელი ძმები“, „ბადაგონი“, „ბაგრატიონი 1882“, „ბესინი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეგობრების მარანი“, „ქართული ღვინის სახლი“, Georgian Hospitality Investment, „ჯიველი“, „საქართველოს ღვინის და სპირტის კომპანია“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „ქიმერიონი“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი“, „ვაზიანი კომპანი“, „შუმი“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“.
გამოფენის ფარგლებში კომპანია „ბესინის“ ღვინოს “Besini Premium”, წითელი მშრალი, 2013 გადაეცა საერთაშორისო კონკურს „მუნდუს ვინი“-ს ოქროს პრიზი და ჯილდო “Best of show Georgia”.
მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის ქვეყნებიდან.
ProWein 1994 წლიდან ტარდება. მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და წელს, საქართველო ოცდასამმა კომპანიამ წარადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა