logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„რედისონში“ „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა
„რედისონში“ „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა
15:29 23.03.2017
საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ მომზადებული გზამკვლევი ორ ენაზე (ქართული და ინგლისური) ბეჭდური სახით გამოიცა.
კრებულის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ (GGI) პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ სმიტი გამოვიდნენ.
პრეზენტაციაზე აღინიშნა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომელიც გზამკვლევის მომზადების პროცესში ფინანსთა სამინისტროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გაუწია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოსახლეობის ინფორმირებულობას საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის შესახებ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, „მოქალაქის გზამკვლევის“ მთავარი მიზანია, დაინტერესებულ საზოგადოებას, ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა საქართველოს საბიუჯეტო სისტემაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე, სახელმწიფოს მიერ წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობების მოცულობასა და დასახული მიზნების მისაღწევად გასაწევ ხარჯებზე.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ USAID-ი წლების განმავლობაში ეხმარება ფინანსთა სამინისტროს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელების, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიმართულებით.
ღონისძიებას დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციების, ასევე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მოკლე სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, ისევე როგორც საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, მათ შორის, გამოკითხვა „დაგეგმე 2018 წლის ბიუჯეტი“, სადაც მოქალაქეებს თავად შეუძლიათ გადაანაწილონ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები მათთვის პრიორიტეტული პროგრამებისა და სფეროების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mof.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა