საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს
ახალ პროექტს - “Startup Beats-ს”, რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს შორის კომუნიკაციის დამყარება და გამოცდილების გაზიარება.
პირველი შეხვედრა, დღეს 19 საათზე ტექნოპარკში გაიმართება.
პროექტს გახსნიან პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული კომპანიების დამფუძნებლები: ბაჩო ხაჩიძე, კომპანია “Treepex“-ის დამფუძნებელი და შოთა გიორგობიანი, კომპანია “OptioAI”-ის დამფუძნებელი.
აღნიშნულმა სტარტაპებმა, ასევე გამარჯვება მოიპოვეს საერთაშორისო კონკურსებზე: Mobile World Congress (ესპანეთი) და The Fincluders Startup Challenge (გერმანია).
შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ, რ ო გო რც კონკურსებში მიღებულ გამოცდილებაზე, ისე სტარტაპის შექმნისა და განვითარების საკითხებზე.
ბაჩო ხაჩიძე - Treepex - ხის დარგვის ინოვაციური გადაწყვეტილება. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ვაკავშირებთ კომპანიებს და ინდივიდუალურ მომხმარებლებს, იმ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დაზიანებული ტყის მასივის მიმდებარედ ცხოვრობენ - მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
სპიკერი - შოთა გიორგობიანი - OptioAI. განსხვავებული ციფრული მობილური საფულე პირადი ფინანსების დაგეგმვისა და მართვისათვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. “ჩათბოტების” საფუძველზე ასრულებს პირადი ასისტენტის როლს და ბუნებრივი ინტერაქციის წყალობით ამარტივებს ფინანსების მართვის პროცესს.

















