logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, მთის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ ადგილზე განვითარებისათვის
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, მთის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ ადგილზე განვითარებისათვის
13:33 22.03.2017
მთის განვითარების საბჭომ, რომლის სხდომას პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, 2017 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხის განაწილების საკითხზე იმსჯელა. გადაწყდა, რომ ბიუჯეტიდან ამ მიზნით გათვალისწინებული 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი ლარი მაღალმთიან დასახლებებში მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოყოფა, დანარჩენი თანხით კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
სხდომის დასაწყისში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2016 წელს განხორციელებული პროექტები. მისი განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით 1102 პროექტი და 1713 ბენეფიციარი დააფინანსა.
„ესაა კონკრეტული სამუშაო ადგილები; ესაა კონკრეტულად დაწყებული მცირე ბიზნესი და რაც მთავარია, ეს არის ის მიზანი, რაც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს გააჩნია. ჩვენი ამოცანაა, დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მთაში და ხელი შევუწყოთ მას ადგილზე განვითარებისათვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონების განვითარების ფონდიდან 2016 წელს დაფინანსებულ პროექტებზე. კერძოდ, გასულ წელს 20 მუნიციპალიტეტში 33 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
მთის განვითარების საბჭოს სხდომას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, აგრეთვე სხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, მხარეების გუბერნატორები, საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა