logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის მომავალი თანამშრომლები გადამზადებას ისრაელში გადიან
თბილისის სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის მომავალი თანამშრომლები გადამზადებას ისრაელში გადიან
11:37 22.03.2017
სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC - სს „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიები - ციკლონი“) სპეციალისტები ტრენინგებს ისრაელში გადიან. საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის ნაწილების წარმოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ყველა საინჟინრო და ტექნიკური მიმართულებით დასაქმებულებს, საწყის ეტაპზე ქალაქ ხაიფაში Elbit Cyclone-ის ქარხანაში ამზადებენ.
ამ ეტაპზე სასწავლო პროგრამას ისრაელში გადის ATC-ის 6 თანამშრომელი, რომლებიც ჩართულები არიან თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების პროექტირებასა და წარმოების პროცესში.
პროფესიულ ტრენინგებს Elbit Cyclone-ში ATC-ის სამოქალაქო ავიაციის ინჟინრები, ტექნიკოსები და ოპერატორები გადიან. სპეციალური სახის ტრენინგი საჭიროა საინჟინრო, წარმოებისა და ხარისხის შემოწმების ნაწილში საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ტრენინგის სასწავლო პროგრამა მოიცავს სხვადასხვა დონის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს.
თითეული სპეციალისტი საბაზისო თეორიული ცნობიერების ასამაღლებლად და სპეციფიკურ/კონკრეტულ სფეროში პროფესიული სწავლების კუთხით გადის ტრენინგებს. გადამზადების პროგრამა Elbit Cyclone-ში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროფესიულ ტრენინგებს ეტაპობრივად დამატებით კიდევ რამდენიმე სპეციალისტი შეუერთდება. ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 80 შესაბამისი კადრი. საბოლოო ჯამში, ქარხანა 200-მდე ადგილობრივს დაასაქმებს.
პარალელურად, ATC აქტიურად განაგრძობს სპეციალისტების მოძიების პროცესს. კომპანია შესაბამის ვაკანსიებს ATC-ს Facebook (https://www.facebook.com/ATC.Factory.Georgia/) და Web გვერდზე ( http://www.atccomposite.com/ ) აქვეყნებს.
საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტი - სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) მშენებლობის პროცესშია. გეგმის თანახმად, შენობის მშენებლობა და მისი დანადგარებით აღჭურვა 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება და 2018 წლიდან დაიწყებს ოპერირებას.
ქარხანაში (ATC) დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა (ATC) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია. ის ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები.
ELBIT Systems დაარსდა 1967 წელს ისრაელში, არის „NASDAQ-ზე“ (“ESLT”) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანია. 2015 წელს კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 3 107 581 მლრდ დოლარს შეადგენდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა