საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს, ხვალ
სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვევიან. სტუმრები დაათვალიერებენ ტექნოპარკის სივრცეს და გაეცნობიან სააგენტოს პროგრამებსა დაპროექტებს.
ვიზიტის ფარგლებში შედგება ორმხრივი შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების კუთხით.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე, პია კარს გაარდი; ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე, ეიკი ნესტორი; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე, ინარა მურნიეცე; ლიტვის სეიმის თავმჯდომარე, ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი)თავმჯდომარე, ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი.

















