logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ქართული ლუდის კომპანიას“ ესტუმრნენ
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ქართული ლუდის კომპანიას“ ესტუმრნენ
16:06 21.03.2017
ს.ს. „ბია“-ს ორგანიზებით სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ ჩატარდა. ფორუმის მიზანია საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლების და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები.
ფორუმს ესწრებოდნენ უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული კომპანიების, კერძო ფონდების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მთავრობის, დიპლომატიური მისიების, სავაჭრო პალატების წარმომადგენლები და ქართველი მეწარმეები.
ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აშშ-ს მსხვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლები, რეგიონის უმსხვილესი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ესტუმრნენ.
ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორის კახაბერ კოტრიკაძის განცხადებით მსგავსი სახის გაცნობითი და B2B შეხვედრები გარკვეულ წარმოდგენებს უქმნის უცხოელ ინვესტორებს და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ფინანსური რესურსის მოსაზიდად, საექსპორტო არხების განვითარებისათვის და უცხოურ კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად.
„ეს არის წარმოება, რომელმაც მოგვცა იმპულსი იმისა, რომ გვეთქვა - დღეს საქართველო აბსოლუტურად მზადაა მიიღოს ევროპული და ამავდროულად, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური გამოწვევები. მსგავსი წარმოება არის პლატფორმა, ჩვენთვის, უცხოური საფინანსო ორგანიზაციებისთვის იმისთვის რომ განვიხილოთ პერსპექტივები სამომავლო თანამშრომლობაზე და ინვესტიციების განხორციელებაზე.“ - განაცხადა ამერიკული ბანკის Wells Fargo-ს ვიცე პრეზიდენტმა გიორგი აკირთავამ.
„რა თქმა უნდა გვქონდა წარმოდგენები საქართველოში არსებულ ადგილობრივ წარმოებებზე. ის რაც დღეს ვნახეთ ჩვენთვის იყო ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“ - განაცხადა ევროპლანის დირექტორმა ალექსანდრე მიხაილოვმა.
„ზედაზენის“ სტუმრებმა საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესები დაათვალიერეს და ქარხანაში წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა