logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებს
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებს
10:51 21.03.2017
„2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 18%-ით მეტია, 27%-ით არის გაზრდილი ექსპორტი წინა წელთან შედარებით, ხოლო 2017 წლის იანვარ-თებერვალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი წინა წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილია მოთხოვნა ისეთ ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე, როგორიც არის ღვინო, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვრის ხორცი, მედიკამენტები, ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები.

„საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებები. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, ქმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“ - აღნიშნა არველაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოდან ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, ექსპორტის ზრდის ყველაზე მაღალი, 45%-იანი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა.

2017 წლის იანვარ-თებერვალში სულ 356 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74.8 მლნ. აშშ დოლარით მეტი ექსპორტი განხორციელდა. მათ შორის:
ა) სასოფლო - სამეურნეო პროდუქცია - 94 მლნ აშშ დოლარი (12%-ით მეტი)
ბ) სამრეწველო პროდუქცია - 262 მლნ აშშ დოლარი (33%-ით მეტი).
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 2 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 102 მლნ. აშშ დოლარია (31%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ. აშშ დოლარი (10%-ით მეტი). ამასთან, ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 28%-იდან 29%-მდე გაიზარდა.
ასევე 40%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა დსთ-ს ქვეყნებთან და 497 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი გაიზარდა 75%-ით და 129 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო იმპორტი გაიზარდა 31%-ით და 367 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა