logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
13:54 20.03.2017
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, მიღწევებზე და და შესაძლებლობებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა „რედისონში“ გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები.“ ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი და ქართველი ინვესტორები ესწრებოდნენ.
გიორგი ჩერქეზიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და გასული წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. მისი განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1, 6 მილიარდ (1,645 მლნ.) აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ მონაცემებს, ხოლო 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. 2016 წელს ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რეინვესტიციების ოდენობა და ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობის 32%-ს შეადგენს.
პრეზენტაცია, რომელიც მინისტრის მოადგილემ ფორუმის პანელურ სესიაზე წარმოადგინა, ასევე ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და დინამიკას. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 %, შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო პერიოდის განმავლობაში. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება, რასაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც ეთანხმებიან. როგორც ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, 2016 წელს ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ფინანსურ და სამშენებლო სექტორებში. 2017 წლის იანვარში ასევე დიდი ზრდა იყო ექსპორტშიც.
პანელურ სესიაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, მათ შორის ტურიზმის ზრდის რეკორდული მაჩვენებლების, საბანკო და საფინანსო სექტორის განვითარების, დაბალი გადასახადებისა და მიმზიდველი საინვესტიცო გარემოს შესახებ, რასაც, მისი თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციებიც ადასტურებს. გიორგი ჩერქეზიშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო წარმოჩენისა და ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა