logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ რიგაში გამართულ საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გიორგი გახარიამ რიგაში გამართულ საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
00:41 18.03.2017
რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის მე-3 სხდომა გაიმართა. კომისიის ორდღიან სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი გიორგი გახარია და ლატვიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი არვილს აშერადენსი თავმჯდომარეობდნენ. კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რამდენიმე უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, მათ შორის - საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და სხვა.

კომისიის ფარგლებში ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ასევე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა - ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, განათლება და სხვა.

კომისიის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომების რეგულარულად ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლატვიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სახელმწიფო და კერძო სექტორის დონეზე.

,,მინდა, დადებითად შევაფასო ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომა, რომელიც გაფართოებულ შემადგენლობაში შედგა. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე დღის წესრიგი უწყებების მიხედვით, გაიმართა ძალზე საინტერესო საუბარი. შევადგინეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალი ერთი წლის თანამშრომლობის გეგმა, პირველ რიგში, ეკონომიკის ჭრილში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბალტიისპირეთი, კონკრეტულად კი ლატვია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი საქართველოსთვის, საიდანაც ტურისტების რაოდენობა ტრადიციულად ყოველწლიურად იზრდება.

,,ბოლო ორი წლის განმავლობაში ლატვიიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა
25-25 %-ით არის მომატებული. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას როგორც ლატვიის მთავრობასთან, ასევე ჩვენს აქტივობებს, მათ შორის მარკეტინგულ აქტივობებს, იმისთვის, რომ უფრო მეტი ტურისტი მივიღოთ ლატვიიდან‘’, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროში ლატვიის მხარესთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება. საქართველო-ლატვიის მთავრობათაშორისი ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას.
ლატვიის მხარის გამოცდილების გაზიარება ასევე ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესს და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, გააღრმავებს ურთიერთობებს შემდეგი მიმართულებებით: სოფლის მეურნეობის განვითარება, სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა და ა.შ.

ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები. მათ შორის, ხაზი გაესვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარების, მეცნიერების სფეროში ერთობლივი პროექტების საშუალებით ევროკავშირის კვლევით პროგრამებში მონაწილეობისა და პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

კომისიის ფარგლებში ქართულმა მხარემ ინტერესი გამოხატა, გააღრმაოს თანამშრომლობა და გაიზიაროს ლატვიის საუკეთესო გამოცდილება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში, მათ შორის: სპორტულ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სპორტულ შეჯიბრებებზე ძალადობის გამოვლინებების აღმოფხვრის, დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის, მასობრივი სპორტის განვითარების, ასევე ახალგაზრდული საქმიანობის, განსაკუთრებით მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით.

სხდომის ბოლოს გიორგი გახარიამ და არვილს აშერადენსმა ხელი მოაწერეს საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის მე-3 სხდომის ოქმს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა