logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
El Al Israel Airlines“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
El Al Israel Airlines“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
18:10 17.03.2017
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ისრაელის წამყვანი ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით, რომელზეც 2016 წელს ფრენები კვირაში 2 სიხშირით ხორციელდებოდა, მიმდინარე წლის ზაფხულის პიკურ პერიოდში ფრენები კვირაში 8 სიხშირით, ხოლოს სეზონის ბოლომდე კვირაში 6 სიხშირით განხორციელდება.

ავიაკომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირების სიხშირეს ეტაპობრივად გაზრდის. კერძოდ მარტის ბოლოდან ფრენები კვირაში 4 სიხშირით განხორციელდება. 2 მაისიდან ავიაკომპანია დაამატებს 2 სიხშირეს და ფრენა შესრულდება კვირაში 6 სიხშირით, ხოლო 26 მაისიდან 23 ივნისამდე დაემატება კიდევ 2 სიხშირე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 8 სიხშირით. 23 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28.10) ფრენები განხორციელდება კვირაში 6 სიხშირით.

თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულების მსგავსად, ფრენები მოიმატებს თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის მიმართულებით და ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. 2016 წლის განმავლობაში „EL AL“-ის მიერ თელ ავივი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 3 სიხშირით სრულდებოდა. ორივე მიმართულებით ფრენები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას უკვე მიენიჭა ახალი განრიგით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა.

„El Al Israel Airlines“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაგადამზიდველი 1948 წელს დაარსდა. ავიაკომპანია ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს და მისი ავიაპარკი 41 საჰაერო ხომალდს ითვლის. საავიაციო უსაფრთოხოებისა და უშიშროების სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით „El Al Israel Airlines“ ერთ-ერთ მოწინავე ავიაგადამზიდველად ითვლება მსოფლიოში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა