საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო ადმინისტრაციების საკონტაქტო
პირთა რიგით 24-ე ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი დღეს IOTA-ს გენერალურ მდივანს მიგელ სილვა პინტოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა დასრულებული ღონისძიების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყება მზად არის უფრო აქტიური წვლილი შეიტანოს IOTA-ს ორგანიზაციულ მმართველობაში და ამ მიზნით წარადგინოს უწყების კანდიდატურა აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევის პროცესში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, 15-16 მარტს, თბილისში საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო ადმინისტრაციების საკონტაქტო პირთა რიგით 24-ე ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას IOTA-ს წევრი 36 ქვეყნის, 50 წარმომადგენელი ესწრებოდა.

















