logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში ხილის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა აშენდება
საქართველოში ხილის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა აშენდება
14:33 17.03.2017
სს “ქართული ლუდის კომპანია” (ლუდსახარში „ზედაზენი“) ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას განიხილავს. ამ ეტაპზე ქარხნის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ეს იქნება მაშტაბური პროექტი, რომელშიც საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება.
„იქიდან გამომდინარე რომ ამ ეტაპზე პროექტი მუშავდება ინვესტიციის მოცულობაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეს იქნება საკმაოდ მოცულობითი საინვესტიციო ღირებულების ხილის გადამამუშავებელი საწარმო“-აცხადებენ წარმოებაში.
მათივე ცნობით, საწარმო ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, ხილი ჩააბარონ. აღნიშნულ ნედლეულს კი კომპანია ნატურალური წვენების წარმოებაში გამოიყენებს.
„საწყის ეტაპზე ხილის გადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ ახლომდებარე რეგიონებს მოემსახურება, შემდეგ კი ვეცდებით, სრულიად საქართველოს მასშტაბით მივცემთ გლეხებს შესაძლებლობა, ჭარბი ნედლეულის ჩაბარების“, აღნიშნეს კომპანიაში.
შეგახსენებთ, “ქართული ლუდის კომპანია” ნატურალური წვენების ბიზნესში ცოტა ხნის წინ შევიდა. კომპანიამ საზოგადოებას ახალი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ წარუდგინა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 25 მილიონი ლარია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა.
საწარმოში დამონტაჟებულია ასეპტიკური ხაზები, რომელიც უპრეცედენტოა რეგიონისათვის. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა.
”ზედაზენის” ახალი პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა