logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, ბიუჯეტს 1,5 მილიარდი ლარი დააკლდება რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა შევამციროთ ან შევაჩეროთ
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, ბიუჯეტს 1,5 მილიარდი ლარი დააკლდება რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა შევამციროთ ან შევაჩეროთ
14:01 17.03.2017
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფოს ბევრი მიმართულებით პრობლემა შეიქმნება.
„ჩვენი ფისკალური გეგმით, რომელიც უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და რომელიც წარვადგინეთ გასული წლის ბოლოს, 2020 წლისთვის, მიმდინარე ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 26,5%-იდან 21,5%-მდე უნდა შემცირდეს. 2018 წლისთვის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იგი შეადგენს 23,5%-ს. ამავდროულად, უნდა გაიზარდოს ინვესტიციები კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით. ოპონენტების მიერ წარმოდგენილი პროექტი, რაც ზედაპირულად ვნახე ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით, მილიარდნახევარი ლარი დააკლდება ბიუჯეტს 2018 წელს, რომლის კომპენსაციის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, ეს ნიშნავს იმას, რომ საჯარო სექტორში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით 80%-ით უნდა შემცირდეს ხელფასები, როგორც ჯარში, ისე პოლიციაში, ან მთლიანად გავანულოთ - არ უნდა გავცეთ პენსიები, ან მაგალითად, უნდა შევწყვიტოთ უნივერსალური ჯანდაცვა და ყველა სოციალური დახმარება, რაც რა თქმა უნდა, შეუძლებელია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, ბიუჯეტში ამ მოცულობის დანაკლისის კომპენსირების მეორე მიმართულებაა თუ სახელმწიფო შეწყვეტს საინვესტიციო პროექტებს.
„ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს დაგეგმილი, უნდა შემცირდეს 40%-ით. მაგალითად, არ უნდა აშენდეს თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალი, ან მისმა მშენებლობამ უნდა გადაიწიოს 5 ან 8 წლით, არ უნდა აშენდეს ის ტურისტული გზები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და რომელიც ძალიან დიდი სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის, ან მაგალითად არ უნდა აშენდეს ქუთაისი-აბასთუმნის, ქუთაისი-მესტიის, ჯუთა-არხოტის მიმართულებიდან ყაზბეგის მიმართულებით გზები, არ უნდა მოხდეს ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, არ უნდა განვახორციელოთ წყალმომარაგების პროექტები, რომელსაც ვაფინანსებთ და ა.შ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ძალიან მარტივია ასეთი განცხადებების გაკეთება, მაგრამ სოციალურად პასუხისმგებლიანი მთავრობისთვის, მთავრობისთვის, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური ზრდა, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, კაპიტალური დანახარჯის ნაწილში ეს შემცირება გამოიწვევს ეკონომიკის შემცირებას, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ვერ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა