logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი, მშენებარე ტერმინალი დაათვალიერა
გიორგი გახარიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი, მშენებარე ტერმინალი დაათვალიერა
11:50 17.03.2017
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 000 კვ. მეტრის ფართობზე მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება, რომელსაც ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი, F კოდის თვითმფრინავებისთვის გათვლილი, 105 მეტრის სიგრძის ბარგის ე.წ. „კარუსელი“ და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი ექნება. ტერმინალის მშენებლობის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო. გიორგი გახარიამ მშენებარე ტერმინალი მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილთან, ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების,“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციისა“ და „ტავ ურბან ჯორჯიას“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
მოფრენის ახალ ტერმინალს კომპანია „ტავ ჯორჯია“ აშენებს, რისთვისაც 33 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო. ტერმინალის მშენებლობაზე ამჟამად 500 ადამიანია დასაქმებული. მოფრენის ახალი ტერმინალის დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება, თუმცა, როგორც „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, შესაძლოა მშენებლობა უფრო ადრე - 2017 წლის ივნისში დასრულდეს.
„ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება და აეროპორტი - ეს არის ჩვენს ქვეყანასთან ტურისტის პირველი შეხება. აქ სერვისების ხარისხს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჭირო გახდა დამატებითი ტერმინალის აშენება, რაც 12 000 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. აქ გადმოვა ტექნოლოგიების გარკვეული ნაწილი და ვფიქრობ, ჩამოსულ მგზავრებს ბევრად უფრო მაღალი დონის სერვისს მივაწოდებთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში ექნება ჩასხდომის 5 ხიდი და 6 „Bus Gate“. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ორივე ტერმინალი წელიწადში 3. 500 000 -ზე მეტ მგზავრს მოემსახურება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა