logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძემ KFW-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ზურაბ პატარაძემ KFW-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
23:49 16.03.2017
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ KFW-ს წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელი პოსტსაბჭოთა სივრცეში მარიონ კნეში, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენელი რეგიონული განვითარების საკითხებში თომას ვულფი, აჭარის პროექტების მენეჯერი ბერნდ ჰასელი და პროექტის უფროსი კოორდინატორი ლევან ციცქიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. მხარეებმა აჭარაში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე პროექტები შეაფასეს და მათი განხორციელების სამომავლო ეტაპებზე ისაუბრეს.

თავიანთი ხედვები და მოსაზრებები შეხვედრის მონაწილეებს KFW წარმომადგენლებმა, ქალაქ ბათუმის მერმა და ფინანსთა და ეკომნომიკის მინისტრმა გაუზიარეს. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის და მომავალ თანამშრომლობაში მთავრობის აქტიური ჩართულობის მზაობა გამოთქვა.

„მოხარული ვარ, რომ შედგა მორიგი შეხვედრა KFW-ს წარომადგენლებთან. ჩვენ მრავალი წელია ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ. გვაქვს ბევრი შესრულებული, მიმდინარე და ახალი პროექტი. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ პროექტების მიმდინარეობისას არსებული შეფერხებების აღმოფხვრაში. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე სამუშაოების შესრულება არა მხოლოდ დროულად, ხარისხიანადაც ხორციელდება. პროექტების შესრულებისას მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაც“ -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრისას ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიონ ქნეშმა, ისაუბრა აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელება იგეგმება. ამ პროექტის განსახორციელებლად გერმანიის განვითარების ბანკმა 20 მლ. ევროს დაფინანსება გამოყო. მარიონ ქნეშმა ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში მიმდინარე პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მათ განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობის შესახებ სტუმრებს ქალაქის მერმა, გიორგი ერმაკოვმა მიაწოდა ინფორმაცია. მან განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ქ. ბათუმის და მიმდებარე ტერიტორიის წყალმომარაგებისა და წყალარინების არსებული ან მწყობრიდან გამოსული სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. პროექტის დასრულება 2019 წლისთვის იგეგმება.

შეხვედრის დასასრულს, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აჭარის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისათვის და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა