საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, თბილისში საგადასახადო ადმინისტრაციების
შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო ადმინისტრაციების საკონტაქტო პირთა რიგით 24-ე ფორუმი გაიხსნა. ღონისძიებას IOTA-ს წევრი 36 ქვეყნის, 50 წარმომადგენელი ესწრება.
ფორუმის მუშაობა ორ დღეს გაგრძელდება და განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები , როგორიცაა თავად ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკა, ორგანიზაციის ბიუჯეტის განაწილების შესახებ, წევრი ქვეყნების მიერ ანგარიშების წარდგენის წესი, სხვადასხვა ადმინისტრაციების IOTA-ს საქმიანობაში ჩართულობის ხარისხის შეფასება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სხვა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა მიმართა. შემოსავლების სამსახურის უფროსმა ისაუბრა საგადასახადო სფეროში გატარებული რეფორმების თაობაზე. ამასთან, ხაზი გაუსვა პროფესიული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, საქართველოსა და IOTA-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაცია (IOTA) 46 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო IOTA-ს წევრი 2004 წელს გახდა.

















