logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში Galf Air-ის ხელმძღვანელობას შეხვდა
საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში Galf Air-ის ხელმძღვანელობას შეხვდა
17:46 15.03.2017
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავამ, ბაჰრეინის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში Gulf Air-ის მთავარ ოფისში შეხვედრა გამართა ავიახაზების დირექტორსა და აღმასრულებელ მმართველ გუნდთან, რომლის დროსაც მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს Gulf Air-ის მიერ მანამადან თბილისში პირდაპირი რეისების განხორციელების საკითხი, ავიარეისების დაწყების ლოგისტიკური დეტალები და ისაუბრეს შემდგომ თანამშრომლობაზე. საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სპარსეთის ყურის რეგიონიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების მნიშვნელობა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს საუდელი ტურისტების მიმოსვლას საქართველოში, რომელთა რიცხვი მიმდინარე წელს საგრძნობლად გაიზარდა. პირდაპირი ფრენები ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ქვეყნის პოპულარობას და საქართველოში სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნების ცნობადობის გაზრდას, რაც თავის მხრივ გააღრმავებს თანამშრომლობას GCC-ს (ყურის თანამშრომლობის საბჭო) რეგიონის ქვეყნებსა და საქართველოს შორის.

„Gulf Air“-ი თბილისში პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის 22 ივნისიდან იწყებს და რეგულარული ფრენები მანამას საერთაშორისო აეროპორტიდან შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში სამჯერ განხორციელდება.

Gulf Air-ი სპარსეთის ყურის უმსხვილესი რეგიონული გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც 27 ქვეყნის 44 ქალაქს ემსახურება.

Gulf Air-ის ხელმძღვანელობამ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ავიაკომპანიის ჟურნალი „Gulf Life”-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ვრცელი სტატიის თაობაზე - „Colours of Tbilisi – perfect place to be”, რომელიც ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზე ვრცელდება. ასევე მომზადდა სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომელიც „Gulf Air”-ის მგზავრებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე მიაწვდის ინფორმაციას.

შეგახსენებთ, ელჩი ბაჰრეინის სამეფოს მეფისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში ეწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა