logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია ახალი ნატურალური წვენის ,,ჩეროს“ საწარმოო ხაზის გახსნას დაესწრო
გიორგი გახარია ახალი ნატურალური წვენის ,,ჩეროს“ საწარმოო ხაზის გახსნას დაესწრო
22:45 14.03.2017
დღეიდან ქართულ ბაზარზე ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული, ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდა. პროექტი „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიამ“ განახორციელა. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 25 მილიონი ლარია.

პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს თანამონაწილეობს პროექტის ნაწილის სესხის დაფინანსებაში, საუბარია დაახლოებით, 3 მლნ ევროზე.
,,ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქართული პროდუქტი უნდა იყოს კარგი, კონკურენტუნარიანი და ორიენტირებული ექსპორტულ ბაზრებზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. მსგავსი ტექნოლოგია ჩვენს რეგიონში არ არსებობს. სასმელი წყლების ჩამოსხმის ასეპტიკური ტექნოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე დღეის მდგომარეობით, რაც ასევე სოფლის მეურნეობის ნაწარმის განვითარებას მისცემს საშუალებას და ძალიან სერიოზული სინერგიის ეფექტი ექნება. აღარაფერს ვამბობ დასაქმებაზე“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, დაახლოებით 20 მლნ. დოლარის პროდუქტის იმპორტი კეთდება ამ სეგმენტში და სერიოზული საექსპორტო პოტენციალიც გვაქვს. „ის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, რომლებსაც მთავრობა ხელს აწერს, ასევე ადგილობრივი წარმოების წახალისებისა და ექსპორტის მხარდაჭერის სხვადასხვა სახის მექანიზმები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ნაწარმოები ქართული ნედლეულით, ქართული მაღალხარისხიანი პროდუქტი გავიტანოთ გავიტანოთ ექსპორტზე და გავყიდოთ ჩვენს ბაზრებზე“ -აღნიშნა მინისტრმა.
ასეპტიკური ხაზები რეგიონისთვის უპრეცედენტოა. მისი საშუალებით ხდება ნედლეულის ცივად დამუშავება, რის შედეგადაც პროდუქტში არ ხვდება კონსერვანტები, წვენი არის სრულად ნატურალური, მასში შენარჩუნებულია ყველანაირი ვიტამინი, გემო და სასარგებლო თვისებები.
,,საქართველოს შეემატა ახალი ძალიან საინტერესო, მაღალხარისხიანი ბრენდი ,,ჩერო,“ რაც გულისხმობს ძალიან თანამედროვე, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, სტერილურ გარემოში ჩამოსხმული წვენების წარმოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, აგროსასურსათო სექტორის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის‘’ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.
პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, 10 მლნ. ლიტრის წარმოება იგეგმება, თუმცა, ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების შესაძლებლობა აქვს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ.
კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა