logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება
საქართველოში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება
09:07 14.03.2017
2022 წლისთვის საქართველოში სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო შენობებს შეეხება. ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის.
ამ საკითხის განხილვის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დღეს ევროკავშირის დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან ერთად ევროკომისიის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ ხელი მოაწერა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების პროტოკოლს და აიღო ვალდებულება, დაუახლოვდეს ევროპულ დირექტივებს მშენებლობის ენერგოეფექტურობის შესახებ. ეს დირექტივები აყალიბებს გარკვეულ სტანდარტებს შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებით მოსაწყობად.
მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც აღნიშნულ დირექტივებთან დაახლოების პროცესს ეხება. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე აცხადებს, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის.
,,ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდეს გადასახდელი თანხის რაოდენობაც. ენერგიის მოხმარება მთელს მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობები იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), დაინერგოს უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოში მალე ახალი შენობები იქნება ენერგოეფექტური და უნდა გატარდეს ღონისძიებები რათა არსებული შენობები უფრო ენერგოეფექტური გახდეს. ეს ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ხარჯების შემცირებას“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
როგორც ევროკომისიის მდივანმა კატერინა მარტინოვამ განაცხადა, აღნიშნულ პროექტში საქართველოს შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები გაუწევენ დახმარებას, რაც თავისთავად გაზრდის ინვესტირებას და ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში.
,,ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვცდილობთ ქვეყანაში გავზარდოთ ენერგოეფექტურობა. დღევანდელი დისკუსიაც მთავრობის წევრებთან ამ თემაზე წარიმართა. მათ წარმოგვიდგინეს ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რაზეც ვიმსჯელეთ და მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა ქართული მხარისგან. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან ერთად და დავეხმაროთ როგორც ლოჯისტიკურ, ასევე ტექნიკურ სეგმენტში“ - აღნიშნა კატერინა მარტინოვამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა