logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ინოვაციების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინოვაციების დღეები გამართა
ინოვაციების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინოვაციების დღეები გამართა
14:40 13.03.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში ინოვაციების დღეები ჩაატარა.
ინოვაციების სააგენტომ სტარტაპებსა და პოტენციურ სტარტაპებს გააცნო სახელმწიფოს ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით. წარუდგინა საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები. წარმატებულმა სტარტაპებმა და მეწარმეებმა ჩაატარეს ტრენინგი და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.
ორდღიან ღონისძიებაზე მონაწილეობას ინოვაციების სააგენტოსთან ერთად, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სს ,,საპარტნიორო ფონდი’’ და სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი’’ იღებდა. თითოეულმა სტრუქტურამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროექტების და სერვისების შესახებ უამბო.
ღონისძიების ბოლოს ინოვაციების სააგენტომ 10 მუნიციპალიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე.
ინოვაციების დღეების დასკვნით ეტაპზე, USAID G4G-ის გრანტის ფარგლებში „ელვამ“, „ჯეოლაბის“ დახმარებით, გამართა კრეატიული იდეების მარათონი (მეიქათონი), სადაც ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ ემუშავათ ტექნოლოგიური პროექტების იდეებზე და კონცეფციებზე.
ინოვაციების დღეები კი პირველად 2016 წლის ნოემბერში ჩატარდა.

„წლევანდელი ღონისძიება უნიკალურია იმ მხრივ, რომ წელს, ინოვაციების დღეებში ჩართულები არიან როგორც სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ისე არა-სამთავრობო სექტორი. შესაბამისად, ღონისძიებამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალშიც მოხდება საინფორმაციო დღეებისა და ტრენინგების, საკონსულტაციო მომსახურების და დასაქმების ფორუმების ორგანიზება ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის რეგიონებში.
ინოვაციების დღეების მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები მეწარმეების წახალისება ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების საშუალებით ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ბიზნესიდეების განხორციელებას სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, მათ სწორ ფორმირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მომავლის პროფესიების ჩამოყალიბებას“-აცხადებენ სააგენტოში.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ღონისძიება USAID-ის პროექტ ZRDA -სთან, (G4G) ,,მმართველობა განვითარებისთვის’’ და „ელვასთან“ ერთად გამართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა