საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს,
წინასწარი მონაცემებით, 1645 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 22 პროცენტით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5 პროცენტით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

















