logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებენ
ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებენ
15:53 12.03.2017
„ჩვენს რეგიონში მხოლოდ საქართველომ შეძლო საერთაშორისო რეიტინგების შეინარჩუნა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ საპარლამენტო გამოსვლისას.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგში „ბიზნესის კეთების სიმარტივე 2017“, რომლითაც საქართველომ 7 პოზიციით წაიწია წინ და 23-ე ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადავიდა. ასევე, პოზიტიური შედეგებია „ჰერითიჯის ფონდის“ ეკონომიკური თავისუფალების ინდექსის და სხვა მნიშვნელოვანი რეიტინგების მიხედვითაც.
"საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების - ე.წ. ევრობონდების ფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ნდობის გამოცხადებას ნიშნავს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მან ისაუბრა იმ დადებითი ტენდენციების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოს საფინანსო სექტორში, კერძოდ, საქართველოს ბანკების ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე ფასების ზრდით ხასიათდება, რაც საქართველოსა და მისი ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს.
„ჩვენ დღესდღეობით გვაქვს 2016 წლის სამი კვარტლის წინასწარი მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, მეოთხე კვარტალის მონაცემები ხვალ გამოქვეყნდება. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის სამი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, საგრძნობლადაა გაზრდილი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.
„ჩვენ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ, დაახლოებით, 44 მილიონი ევროს ჩარიცხვები საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში, რომელიც მიბმული იყო კონკრეტული რეფორმების განხორციელებასთან. ეს რეფორმებია: სასამართლოს რეფორმა, სახელმწიფო ფინანსების პოლიტიკის რეფორმა, რეგიონული განვითარების რეფორმა, საჯარო მმართველობის რეფორმა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმებიდან გამომდინარე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ განხორციელებული რეფორმები, დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმა და სხვა“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
მისი თქმით, აღნიშნული თანხები კონკრეტული რეფორმის შედეგებთანაა დაკავშირებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა