logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის დღეს არსებული კომუნიკაცია და თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია
ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის დღეს არსებული კომუნიკაცია და თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია
15:41 12.03.2017
„საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის დღეს არსებული კომუნიკაცია და თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია. ჩვენ შემოვედით წინადადებით, აღდგეს სტატუს კვო, რომელიც იყო 2015 წლამდე და ზედამხედველობის ფუნქცია უკან, ეროვნულ ბანკში დაბრუნდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვისას.

მისი განცხადებით, მსოფლიოში არსებობს ორი მოდელი, რომლის დროსაც საზედამხედველო ფუნქციას ასრულებს ცენტრალურ ბანკი ან დამოუკიდებელ სააგენტო და არსებობს ორივე მოდელის წარმატებული მაგალითები.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის დაწყებულია მუშაობა მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელთა შორისაა: ლარიზაციის პროგრამა, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმები, მნიშვნელოვანია, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად მჭიდრო და ნაყოფიერი. ჩვენ კიდევ ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი პარლამენტში - ესაა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები საფინანსო სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორც მონეტარული, ისე საზედამხედველო ფუნქციები მოქცეული იყოს ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე.

„ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს საშუალებას მისცემს, სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა დაიწყოს მიმდინარე წლის აპრილიდან,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა