logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
15:36 12.03.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.
მხარეებმა განიხილეს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და სხვა დონორების მხრიდან მხარდაჭერის პერსპექტივები.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი დახმარების პროგრამების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს პროგრამები პასუხია ქვეყნის მოსახლეობის მიერ გამოხატულ ევროპულ არჩევანზე.
კატარინა მატერნოვამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელების და აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულების გამო. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, კვლავ გააგრძელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.
„დღეს გაიმართა მნიშვნელოვანი განხილვა ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე, ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებზე და სამოქმედო გეგმაზე, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ უნდა დავიწყოთ საჯარო მსჯელობა, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები. ენერგოეფექტურობის ამაღლება ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ესაა ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მოსახლეობას დანაზოგების შექმნაში ეხმარება და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრაზე, ძირითადად, ვისაუბრეთ ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს არ არის მხოლოდ ვალდებულება, რომელიც საქართველოს აღებული აქვს ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ენერგოეფექტური პოლიტიკა უზრუნველყოფს, ასევე, ეკონომიკურ კეთილდღეობას, ეკონომიკის ზრდას და ამის კარგი ნიშნები უკვე არის თქვენს ქვეყანაში. ენერგოეფექტურობა ნიშნავს რეგულირების სტანდარტების დანერგვას და ამ მიმართულებით ახალი ინვესტიციების განხორციელებას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ამ კუთხით. მნიშვნელოვანია, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მოხდეს ენერგო მოხმარების დაზოგვა და ამავე დროს, ენერგოეფექტურობის ამაღლება. პირველმა ვიცე-პრემიერმა ამ საკითხისადმი დიდი მხარდაჭერა გამოთქვა. ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გზებზე,“ - განაცხადა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მსოფლიო ბანკის, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები. აგრეთვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა