logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
15:01 12.03.2017
ქართული ღვინის სემინარი-პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე კვების პროდუქტებისა და სასმელების 42- ე საერთაშორისო გამოფენის ,,FOODEX JAPAN 2017”-ის ფარგლებში გაიმართა. გამოფენის ოფიციალურ გახსნასა და ქართული ღვინის პრეზენტაციას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო.
ქართული ღვინის სემინარს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა და მას ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, რესტორნებისა და სავაჭროქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაცია მოიცავდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის 8-ათასწლიანი განვითარების მოკლე მიმოხილვას. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 6 დასახელების ქართული ღვინო.
როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, იაპონელი ღვინის ექსპერტები დიდი ინტერესს გამოხატავენ ქართული ღვინის სტილებით და განსაკუთრებით - ქვევრის ღვინით.
„იაპონიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია. იაპონელი მომხმარებელი და ღვინისპროფესიონალები ბოლო რამდენიმე წელია დიდ ყურადღებას იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც აისახა კიდეც მზარდ ექსპორტში. ღვინისეროვნული სააგენტოს მარკეტინგული აქტივობები ამ ქვეყანაში მოიცავს როგორც დეგუსტაციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე იაპონელი ექსპერტების საქმიანი ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართულ ღვინოს და მის კულტურას„ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
კვების პროდუქტებისა და სასმელების 42-ე საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2017” ტოკიოში 7-10 მარტს ტარდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, აღნიშნულ გამოფენაზე სულ 11 ქართული, მათშორის 6 ღვინის კომპანიაა წარმოდგენილი - “მეღვინეობა ხარება”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბესინი“, „ვაზიანი კომპანი“ და „შუხმანის ღვინოები“.
„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე ქვეყანა და მას ათეულ ათასობით ღვინის იმპორტიორი, პროფესიონალი და მოყვარული ესწრება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა