logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ახალი ეტაპი აპრილიდან დაიწყება
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ახალი ეტაპი აპრილიდან დაიწყება
13:26 12.03.2017
„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა არის სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და ის აპრილიდან აუცილებლად გაგრძელდება“ - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამის ბენეფიციარებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი გახარია შეხვედრის მონაწილეებს მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ ესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც პროგრამის ბენეფიციარებმა მინისტრს უშუალოდ გააცნეს საკუთარი ხედვები პროგრამის შესახებ, ისაუბრეს თავიანთი ბიზნესის წამოწყებისა და წარმატების შესახებ და აღნიშნეს ის საკითხებიც, რომელთა გადაჭრაც, მათი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერების, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოებისთვის.
„შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული მიზანი - აპრილში ვიწყებთ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ახალ ეტაპს და გვინდოდა ამ პროგრამით მოსარგებლე, წარმატებულ ადამიანებთან გვესაუბრა, რათა გაგვეთვალისწინებინა ის შენიშვნები, რომლებიც მათ ჰქონდათ. გვინდა შევქმნათ ერთმანეთთან ურთიერთობის პლატფორმა. ვთვლით და ჩანს კიდეც, რომ ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გადადგას პირველი ნაბიჯი, აიღოს თავის თავზე მეწარმეობის რისკი და პასუხისმგებლობა, ხოლო შემდგომ წარმატებული მათგანი უკვე ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს და ასაქმებს სხვა ადამიანებს. ეს არის ის მოდელი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარების საფუძველი უნდა იყოს და რომელმაც წარმატება და სწრაფი განვითარება უნდა მოუტანოს ჩვენ ეკონომიკას“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
„ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრა იყო. თვითონ ფორმატი იყო ძალიან შინაურული და შინაარსობრივად დატვირთული. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ გავცვალოთ იდეები, აზრები და ყოველთვის მოხარული ვიქნები, დავესწრო ასეთ შეკრებებს“ - აღნიშნა პროგრამის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, ალექსანდრე ადვაძემ, რომელმაც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ასპინძაში საკუთარი აქსესუარების მაღაზიისთვის ხელსაწყოები და ინვენტარი შეიძინა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას მაღალი შეფასება მისცეს შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც, რომლებმაც მინისტრს საკუთარი საქმიანობის გაფართოებისა და ახალი ბიზნესპროექტების შექმნის გეგმებიც გააცნეს. „რაც ბატონმა გიორგიმ გვითხრა და შეგვპირდა, ახალი გამოწვევა იქნება პირადად ჩემთვის, ჩემი სოფლის მოსახლეობისთვის და სამომავლო გეგმებისთვის. საქმიანობა ერთი წლის უკან დავიწყე ლეჩხუმში და მერწმუნეთ, ჩემი ოჯახის წევრებსაც არ სჯეროდათ იმის, რასაც დღეს მივაღწიეთ: სახელმწიფოს დახმარებით შევძელით პროდუქციის შექმნაც, რეალიზებაც და ბრენდირებაც, საუბარია ლეჩხუმურ ცოლიკაურზე. მადლობას ვუხდი ეკონომიკის სამინისტროს ასეთი გულწრფელი ფორმატის ორგანიზებისთვის. ეს ის წინ გადადგმული ნაბიჯია, როდესაც სახელმწიფო უშუალოდ თითოეული მეწარმის თანადგომას და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ეხება“- აღნიშნა ამხანაგობა „ქორენიშის“ წარმომადგენელმა ლევან ხმელიძემ.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულებაა, რომელიც ორი წელია საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, უკვე დაფინანსებულია 4910 მიკრო და მცირე მეწარმე, გადამზადებულთა 8800 ადამიანი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5100 ადამიანს შეადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა