რუსთავში დღეს „საქართველოს ფოსტის“ განახლებული სერვისცენტრის საპრეზენტაციო
ღონიძიება გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციას ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ყუბუსიძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროფესიონალებით დაკომპლექტებული განახლებული სერვისცენტრები, მომხმარებელს მომსახურების ახალ სტანდარტს და ახალ პროდუქტებს შესთავაზებენ.
2 მარტიდან მომხმარებელს საშუალება ექნება რუსთავში ისარგებლოს, როგორც უნივერსალური საფოსტო მომსახურებით, ასევე, სხვა საფოსტო პროდუქტებით.
„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას უზრუნველყოფს.
სერვისცენტრები თანამედროვე ავეჯით და ტექნიკით, განახლებული და ავტომატიზირებული ტექნოლოგიებით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების ხარისხს.
როგორც „საქართველოს ფოსტაში“ აცხადებენ, კომპანიის მიზანია საფოსტო გზავნილებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ლიდერი ბრენდი გახდეს.
„საქართველოს ფოსტა“ ერთ ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიაა საქართველოში. დასაქმებულთა რაოდენობა 2673 შეადგენს.

















