logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს მიმდინარე წლის ორ თვეში წინა წელთან შედარებით 10.5%-ით მეტი მოგზაური ეწვია
საქართველოს მიმდინარე წლის ორ თვეში წინა წელთან შედარებით 10.5%-ით მეტი მოგზაური ეწვია
17:39 01.03.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5%-ით (71 519) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეტია.
ამის შესახებ ქეთევან ბოჭორიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში, 294 001 შეადგინა, რაც 24.3%-ით (57 417) 2016 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე მეტია.
„ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და არაერთი სამთავრობა უწყებაა ჩართული მისი განვითარების პროცესში. ყოველი ტურისტის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში პოზიტიურად მოქმედებს კერძო სექტორის განვითარებაზე, დასაქმებასა და შემოსავლების ზრდაზე. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო გახდეს ოთხსეზონიანი ტურიზმის მიმართულება და სწორედ იანვარ- თებერვლის მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო ვიზიტორები და ტურისტები საქართველოს ზამთრის კურორტებით აქტიურად ინტერესდებიან“ - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოჭორიშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას და მთის კურორტების განვითარების კომპანიას, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სხვა უწყებებს, რომლებიც კოორდინირებულად, აქტიურად მუშაობენ ტურიზმის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
„სწორედ ამ უწყებების დამსახურებაა ის მნიშვნელოვანი ზრდა და ის ციფრები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს ტურიზმში“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩეოდნენ: გერმანია (+35%), პოლონეთი (+30%), ბულგარეთი (+29%) და საფრანგეთი (+19%). ასევე გაერთიანებული სამეფოდანაც (+26%) ზრდა ფიქსირდება.
განსაკუთრებული ზრდა შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა: ირანი (+438%), უზბეკეთი (+211%), ინდოეთი (+129%), ისრაელი (+65%), ჩინეთი (+38%) და რუსეთი (+36%).
მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებთან 2017 წლის თებერვლის თვის მონაცემებზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოს თებერვალში 368,010 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 7,608-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +2.1%). მიმდინარე წლის თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 139,918 შეადგინა, რაც 19,703-ით 2016 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +16.4%) მეტია.
უწყების ცნობითვე, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, თებერვალში გამოირჩეოდნენ: გერმანია +39%, პოლონეთი +34%, და ბულგარეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +321%, უზბეკეთი +196%, ინდოეთი +108%, ისრაელი +49% და რუსეთი +31%. ასევე გაერთიანებული სამეფონაც +29% მნიშვნელოვანი ზრდაა.
„ეს ყველაფერი არის სწორი მარკეტინგული კამპანიის შედეგი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს. მთავრობა სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას და კონკრეტულ მიზნობრივ ბაზრებზე გასვლას. ასევე აღსანიშნავია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მიმდინარე სამუშაოები მთის კურორტების განვითარებისთვის. ასევე ხაზგასასმელი ფაქტორია დამატებითი ავიარესიები, რისთვისაც სახელმწიფო არაერთ კონკრეტულ ქმედებას ახორციელებს“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი შეფასებით, მთავრობის სწორ მარკეტინგულ ხედვაზე მიუთითებს ტურიზმის სექტორში დაფიქსირებული 2016 წლის შედეგებიც.
„გასული წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 817 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა +10.1), რაც 75 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, საქართველოში შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 7.8%-ს, რაც წინა წელთან შედარებით +14.7%-ით მეტია“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება 2016 წლის სამი კვარტლის ჯამურ მონაცემებს, ამ მაჩვენებლით ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.
2017 წლის იანვრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური გადახდის ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 152,896,000 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +37%-იანი ზრდაა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა