საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსისვილის
განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს.
ქუმსიშვილის თქმითვე, მისი უწყება სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რათა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკა მათ წინადადებებთან შესაბამისობაში იყოს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს, რათა ჩვენ მიერ შემუშავებული საგადასახადო პოლიტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადებებთან და რეკომენდაციებთან“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსისვილმა.
მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე, მათ შორის, მოგების გადასახადისა და შემოსავლების მობილიზების კუთხით გატარებულ რეფორმებზე, ხარჯების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელთა მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.
როგორც ქუმსისვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთავრობას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

















