საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის
მისი თქმით, ამბიციური სტრუქტურული რეფორმები განათლების გაუმჯობესებას, საგზაო ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, ქვეყნის მდებარეობის ეფექტური გამოყენების და საქართველოს სატრანზიტო და ტურისტულ ჰაბად გადაქცევის მიზნით, სახელმწიფო მართვის ღიაობის და ეფექტიანობის ამაღლებას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას მოიცავს, სადაც კერძო სექტორის როლი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გაიზრდება.
როგორც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით ჩამოყალიბდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.
„ნაბიჯები ბანკის გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ბანკებისთვის ლიკვიდურობის მიწოდების მექანიზმის შესაქმნელად უნდა გადაიდგას “ - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.
მისი თქმით, გეგმები, რომელიც მიზნად საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერებას, ფინანსური უსაფრთხოების ბადის და ბანკების გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს შექმნას, აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას შოკების მიმართ და უზრუნველყოფს მის მიერ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას ისახავს.
ბანკების ზედამხედველობა სისტემურ და ლიკვიდურობის რისკებს კვლავაც გულმოდგინედ დააკვირდება.

















