logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი: საქართველოს ხელისუფლებასთან 285 მილიონი დოლარის მოცულობის პროგრამის დაწყების თაობაზე შევთანხმდით
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი: საქართველოს ხელისუფლებასთან 285 მილიონი დოლარის მოცულობის პროგრამის დაწყების თაობაზე შევთანხმდით
15:33 01.03.2017
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ 3-წლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
მისივე თქმით, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს.
„მაქვს პატივი განვაცხადო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მივაღწიეთ შეთანხმებას 3-წლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 201.4 მილიონი SDR-ის, (დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში“ - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.
მერსედეს ვერა მარტინის თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრას, რაც სწრაფ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.
მისივე განცხადებით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამბიციური რეფორმების გასატარებლად საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს დგამს.
„საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია, რომლის ფარგლებშიც არ შეფერხდება სახელმწიფო ინვესტიციები და სოციალური ხარჯები, ხოლო ქვეყნის ვალი შენარჩუნდება მდგრად დონეზე. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მკაცრი ფისკალური ზომები ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება. მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ფისკალურ რეფორმებს საბიუჯეტო დისციპლინის შესანარჩუნებლად, ფისკალური წესების არსებული საზღვრების დაცვით,“ - განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, სსფ-ს მისია და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდა საჯარო ფინანსების მართვის გამკაცრების მნიშვნელობაზე. კერძოდ - უნდა გაუმჯობესდეს ფისკალური რისკების გასაჯაროება და კონტროლი, გაგრძელდეს საგადასახადო სამსახურის გაძლიერება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა