მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ წლიური ანგარიში UNWTO Tourism Highlights გამოაქვეყნა.
როგორც „ნიუსპრესს“ ტურიზმის ეროვნული
სააგენტოდან აცნობეს, ანგარიშში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდაა შეფასებული.
ანგარიშის თანახმად, გასული წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი მზარდ ტურისტულ ადგილებში დაფიქსირდა.
ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს შესახებ ამგვარი შეფასება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშში პირველად მოხვდა.
მათივე განცხადებით, ეს ფაქტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიმართ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის კუთხით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ანგარიში სარწმუნო და გავლენიან ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს.

















