logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ასტანაში აჭარის საინვესტიციო ფორუმი გაიმართა
ასტანაში აჭარის საინვესტიციო ფორუმი გაიმართა
10:37 28.02.2017
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საინვესტიციო ფორუმი „Visit Ajara /Invest in Ajara” გაიხსნა. ფორუმზე სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიესალმა და რეგიონულ ჭრილში ყაზახეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საინვესტიციო ფორუმზე პრეზენტაციებით წარსდგნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ფორუმში მონაწილეობას აჭარაში მოქმედი დეველოპერული, სამშენებლო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც ღებულობდნენ, რომლებმაც რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი თავიანთ ყაზახ კოლეგებს გააცნეს და B2B შეხვედრების ფორმატში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოში, ისევე როგორც მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. რეგიონს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავს და ეს სტატისტიკა მუდმივად მზარდია. აჭარის ზღვისპირეთის მდიდარი საკურორტო ადგილები განსაკუთრებით პოპულარულია ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის, თუმცა ბოლო წლებია დიდი ინტერესი შეინიშნება ეკოტურიზმით, სათაგადასავლო ტურიზმითა და მაის ტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორებისაგან. აჭარის რეგიონი ცნობილია მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული ადგილებით, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალით. ტურისტული სეზონი აქ წელიწადის ოთხივე სეზონზე გრძელდება.
აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი სწორედ ტურისტული პოტენციალისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს წარმოჩენას ემსახურებოდა. საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ იუნესკოს მფრაველობის ქვეშ მყოფ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს, ეხილათ ცეცხლოვანი ქართული ცეკვები და დაეგემოვნებინათ უგემრიელესი აჭარული კერძები.
აჭარის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში 1 მარტამდე გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა