საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს დაახლოებით 2 პუნქტით გამყარდა და კურსის მაჩვენებელი ფსიქოლოგიურ, 2,6-იან
ნიშნულს ჩამოსცდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,5883-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,7402 ლარია.

















