საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე
ხიდი აშენდება.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენაზე განიხილა და მხარი დაუჭირა სასესხო შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, რომელიც სადახლო - ბაგრატაშენის ახალი ხიდის მშენებლობას შეეხება.
აღნიშნული საკითხი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განსახილველად წარადგინა.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 6 მილიონი ევროს ღირებულების შეღავათიანი სესხი გამოუყო. ამ თანხით საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ხიდი აშენდება.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

















