საქართველოს ეროვნული ვალუტა გადამცვლელ პუნქტებში დღეს დილიდან კვლავ გამყარდა.
სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის შეძენა ამ დროისთვის 2,635 ლარადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ლარის ოფიციალურ კურსს, ეროვნული ბანკი მას 17:00 საათზე გამოაცხადებს.

















