რიო დეჟანიეროში გაეროს მდგრადი განვითარების „მწვანე კონფერენცია“ გაიხსნა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი ვერა ქობალია წარმოადგენს.
კონფერენციის ფარგლებში ქობალიამ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა. ის შვეიცარიის, ერაყის, ზამბიისა და მავრიტანიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა.
როგორც ქობალიამ აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი საქართველოს მწვანე რესურსებს, მათ შორის, ქვეყნის ჰიდროპოტენციალს შეეხო.
„გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ენერგორესურსები კიდევ უფრო შორს გავიტანოთ, ასევე ეს ტრიბუნა გამოვიყენოთ ჩვენი სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქციის სხვა ბაზრებზე გასატანად და საქართველოში მწვანე ტურიზმის განსავითარებლად“ - განაცხადა მინისტრმა.
კონფერენციაზე ვერა ქობალიას სიტყვით გამოსვლაცაა დაგეგმილი.
„მწვანე კონფერენცია“ რიოში 23 ივნისამდე გაგრძელდება.

















