ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დღეს დილიდან საქართველოს ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად,
დაახლოებით 2 პუნქტით გამყარდა.
ერთი ამერიკული დოლარის შეძენა გადამცვლელ პუნქტებში 2,64-2,645 ლარადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ლარის ოფიციალურ კურსს, მას ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაცხადებს.

















