logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ჩინეთის ელჩმა მარნეულში სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერა
ჩინეთის ელჩმა მარნეულში სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერა
15:27 05.02.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორთან, პაატა ხიზანაშვილთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროქეტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს.
ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე კომპლექსი „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰა მიწის ფართობზე ააშენა. კომპლექსი მზის, ერთსივრციანი სათბურების და სხვა დამხმარე ნაგებობების - სულ 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ეს კი, რეალური წინაპირობაა იმისა, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა წარმოება გაზარდონ, მიიღონ მეტი შემოსავალი და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა. საბოლოოდ, ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოების ზრდა აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსის გამოსწორების საშუალებას მოგვცემს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სადემონსტრაციო სათბურებში ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლის, ასევე დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე.
როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ აღნიშნა, ნათელია ის პოზიტიური შედეგები, რასაც აღნიშნული სათბურების შექმნით ადგილობრივ ფერმერები იღებენ. მათ საშუალება აქვთ ისწავლონ ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა შეძლონ მეტი მოსავლის მიღება. წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა კი, საშუალებას მისცემს საქართველოს ბოსტნეულის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ჩინური მხარე მზად არის საქართველოს გაუზიაროს ის დიდი გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით ჩინეთს აქვს.
ქვემო ქართლის გუბერნატორის, პაატა ხიზანაშვილის თქმით, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სათბურების არსებობა, რადგან ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ ფერმერებს გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ნაკლები დანახარჯებით მეტი შემოსავლის მიღება შეძლონ.
ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა და პროექტისათვის 20 მილიონი იუანი განისაზღვრა. ,,ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს სოფლის მეურნეობის დარგში ადამიანური რესურსების განვითარების და ფერმერთა გადამზადების კუთხით. საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა“ 300-მდე ადგილობრივი ფერმერისთვის საქართველოსა და ჩინეთში 6 სასწავლო კურსი ჩაატარა.
შულავერში მდებარე სათდემონსტრაციო სათბურები სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა დაათვალიერეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა